ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი სოხუმში ჩავიდა და თავის "აფხაზ კოლეგას", ვიჩესლავ ჩირიკბას შეხვდა. სანაკოევი აფხაზეთში ე.წ. სამუშაო ვიზიტითაა ჩასული.
სოხუმში "ორი ქვეყნის მინისტრებმა" გაეროს საპარლამეტო ასამბლეის მიერ ბოლოს მიღებულ რეზოლუციაზე "აზრები გაცვალეს" და უკმაყოფილება ერთობლივად გამოთქვა.
"ჩვენ ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით შეთანხმებული პოზიცია გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ადეკვატურ გადაწყვეტილებას ვიპოვით. ეს რეზოლუცია მოწმობს საქართველოს სურვილს ჰუმანიტარული საკითხების განხილვა საინფორმაციო ომისა და პროპაგანდის სიბრტყეში გადაიტანოს და არა რეალური ნაბიჯების გადადგმაზე რომლებიც შეძლებდნენ სიტუაციის ნორმალიზება მოეხდინათ ", _ განაცხადა ჩირიკბამ.
თავის მხრივ, "მინისტრმა" სანაკოევმა აღნიშნა, რომ ამგვარ რეზოლუციებს პირველად როდი იღებენ და "სამხრეთ ოსეთი მას მხარს არ უჭერს".