რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი და ვლადიმერ პუტინის თანაშემწე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური მიმართულების საკითხებში ტატიანა გოლიკოვა ცხინვალის რეგიონიდან სეპარატისტულ აფხაზეთში ჩავიდნენ.
მათი ვიზიტის მიზანი აქაც ისევე როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვის შემოწმება და ამავე თანხებით მშენებარე ობიქტების მონახულებაა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ნურგალიევმა და გოლიკოვამ გალის რაიონში მშენებარე ობიექტები უკვე მოინახულეს. რუსული დელეგაცია აფხაზეთში ორი დღის განმავლობაში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ კრემლის რევიზია ცხინვალის რეგიონს ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა.