გალის რაიონში არსებულ სიტუაციასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დაცვას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა ე.წ. უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მიუძღვნა.
სხდომაზე სეპარატისტებმა აღნიშნეს, რომ ბოლო დროს გალის რაიონში ოპერატიული სიტუცია გართულებულია, რომელიც მძიმე დანაშაულის ზრდით ხასიათდება. წლის დასაწყისიდან გალის რაიონში მოკულია ე.წ. სამარალდამცავი ორგანოების 8 თანამშრომელი. სეპარატისტები აღნიშმნავენ, რომ ეს დივერსიული აქციები საქართველოს შს სამინისტროს საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
"დამნაშავეობრივი ჩანაფიქრების განხორციელებაში ასევე ჩართულნი არიან ქართული ტერორისტული დაჯგუფების "ტყის ძმების" ყოფილი წევრები, რომელთაგან შემდგარი დივერსიული ჯგუფები საქართველოს ზუგდიდის რაიონში არიან დისლოცირებულნი", _ წერენ სეპარატისტები.