მდ. ენგურზე მდებარე საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზი სეპარატისტები დამატებით ხუთი გამშვები პუნქტის განლაგებას აპირებენ. განცხადება ამის შესახებ სოხუმში ჩატარებულ აფხაზეთის ე.წ. უშიშრობის საბჭოს სხდომაზე გაკეთდა, რომელსაც აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი თავმჯდომარეობდა.
"უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საზღვარზე დამატებითი ხუთი გამშვები პუნქტი უნდა გაიხსნას",_ წერენ სეპარატისტები.
"იმის ლეგალიზება უნდა მოხდეს, რაც უკვე არსებობს", _ განაცხადა ანქვაბმა სხდომაზე და აღნიშნა, რომ პუნქტების შექმნა კონტრაბანდული საქონლის საზღვარზე გადატანას შეუშლის ხელს.
საზღვარზე დამატებითი პუნქტებს შექმნის შესახებ კონკრეტულ წინადადებებს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს შესაბამისი სამსახურები რამდენიმე დღეში წარუდგენენ.