"იძულებითი ოპერაცია მშვიდობის დასამყარებლად იგივეა, რაც ინტერვენცია", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვმა ინტერვეციის შესახებ სირიის საკითხზე საუბრისას, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ცნობილია, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგენა სირიაში გარე ძალების ჩარევას, ამჯერად, თუნდაც იძულებით მშვიდობის დასამყარებლად.
თბილისში რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებას პირველი შეფასებები მოჰყვა. ქართული მხარე ლავროვის სიტყვებს საქართველოსთან კონტექსტში განიხილავს და მას რუსული მხარის მიერ გაკეთებულ მორიგ აღიარებას უწოდებს.
ქართველი კანონმდებლების თქმით, ლავროვმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ის, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა იყო სწორედ ინტერვენცია და არა მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაცია, როგორც მას რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები უწოდებენ.
"რუსეთის მაღალჩინოსნები აღიარებენ, რაც მოხდა, იყო ინტერვენცია და მას საერთო არ ჰქონდა რეგიონში მშვიდობის დამყარებასთან", - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.