აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გალის რაიონთან დაკავშირებით თათბირი ჩაატარა. "აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებულ სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოების დაცვის საკითხებს მიეძღვნა თათბირი, რომელიც ალექსნადრე ანქვაბმა ჩაატარა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. ძალოვანის სტრუქტურების წარმომადგენლებმა ანქვაბს თავიანთი წინადადებები წარუდგინეს, ანქვაბმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ მათი მუშაობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან კოორდინირებული უნდა იყოს.
სეპარატისტები ამ საკითხთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებასაც გეგმავენ.