საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ირლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს დიკ როჩეს შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები; მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
გრიგოლ ვაშაძემ ირლანდიურ მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
შეხვედრისას ირლანდიურმა მხარემ კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.