მდინარე ფსოუზე მდებარე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელსაც რუსული მედია გავრცელებულ ინფომაციაში ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს უწოდებს, ზაფხულის დადგომიდან დღემდე დაახლოები 600 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შავი ზღვა-აზოვის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5 ჯერ მეტია.
"მესაღვრეები ასევე აღნიშნავენ, რომ გაიზარდა ასევე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველი 24 საათის განმავლობაში კვეთენ საზღვარს. სეზონის პიკზე ნაკადის კიდევ 50 % -ით გაზრდას ელიან", _ იუწყება რუსული მედია.
ე.წ. მესაზღვრე-ოკუპანტების განცხადებით, დიდი დატვირთვა აქვს ასევე ადლერში მდებარე საკონტროლო-გამშვენ საავტომობილო პუნქტს.