ჰაიდი ტალიავინი, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა, შესაძლოა საქართველოში გაეროს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნოს.
ინფორმაციას ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ნაწილობრივ ადასტურებს და განმარტავს, რომ "ამაზე მსჯელობა ნამდვილად იყო".
"ამაზე საუბარი და მსჯელობა იყო, მაგრამ როგორც ვიცი, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - განმარტა იაკობაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტალიავინის კომისიამ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა რამდენიმე თვის წინ დადო, რომლის შეფასებით ნაწილსაც ქართული მხარის უკმაყოფილება მოჰყვა.