ცხინვალში, ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა პირებმა, ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს ედუარდ კოკოითის დაცვის ყოფილ თანამშრომელს. გავცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ავტომანქანა, რომელშიც ედუარდ კოკოითის დაცვის ყოფილ თანამშრომელი, მისი 16 წლის შვილი და თანმხლები პირი იმყოფებოდნენ, ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი და მისი მამა უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილლნი.
მესამე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.