ამერიკელმა მეცნიერება ათწლიანი კვლევების შედეგად აღმოაჩინეს, რომ კიბოგადატანილ პაციენტებში გადანერგილ წინასწარ გაყინულ საკვერცხეებს რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლიათ გამოიმუშაონ ჰორმონები.
ქალებს, რომელთაც დაუდგინდათ კიბოს დიაგნოზი, ექიმები აჭრიან და ყინავენ საკვერცხეების ქსოვილის ნაწილს. თუ პაციენტი გამოჯანმრთელდება, ჰეტეროტოპიური ტრანსპლანტაციის საშუალებით წინასწარ გაყინულ საკვერცხეებს გაალღობენ და გადანერგავენ კვლავ, რომლის დროსაც ორგანო თავსდება მისთვის უჩვეულო ადგილზე.
კიმი და მისი კოლეგები 2001-2011 წლების განმავლობაში, იმ დრომდე, ვიდრე შენარჩუნებული იყო გადანერგილი ქსოვილების ჰორმონალური აქტივობა, აკვირდებოდნენ ხუთ ქალს, რომლებიც განიკურნენ კიბოსგან და გადაიტანეს საკვერცხეების ჰეტეროტოპიული ტრანსპლანტაცია. პაციენტები ყოველთვიურად ჰორმონების ანალიზისთვის აბარებდნენ სისხლს და ასევე გადიოდნენ ულტრაბგერით შესწავლას.
ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ტრანსპლანტაციიდან 12-20 კვირის შემდეგ ხუთივე ქალის საკვერცხემ დაიწყო ჰორმონების გამომუშავება. ოპერაციიდან ორი წლის განმავლობაში გადანერგილმა ქსოვილებმა შეწყვიტეს ნორმალური ფუნქციონირება და მეცნიერებმა პაციენტებს ჩაუტარეს განმეორებითი ტრანსპლანტაცია. აღსანიშნავია, რომ ხელახალი გადანერგვისას საკვერცხის ფუნქცია გაცილებით სწრაფად აღდგა და შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნდა (9 თვიდან - 1 წელს).
ყველაზე ხანგრძლივად საკვერცხის ჰორმონალური ფუნქცია შეუნარჩუნდა 28 წლის ქალს, რომელმაც გადაიტანა გადანერგვის ოპერაცია 2003-2004 წლებში სხივური თერაპიის შემდეგ. ის მკურნალობდა საშვილოსნოს ყელის კიბოს. ტრანსპლანტაციიდან შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადანერგილი ქსოვილები გამოიმუშავებდნენ ჰორმონს.