რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა სატრანსპორტო კონტროლი გაამარტივეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"ქვეყნებს შორის მარშრუტებზე გაუქმებულია სამგზავრო ავტობუსების შემოწმება დილით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შესვლისას",_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ შეთანხმებას რომელიც საკონტროლო რეჟიმის გამარტივებას მათ შორის საექსკურსიო ავტობუსებისათვის გულისხმობს რუსმა და აფხაზმა სატრანსპორტო ზედამხედველებმა მიაღწიეს.