სეპარატისტული აფხაზეთის გაგრის რაიონში მდებარე საკურორტო ობიექტებზე საკურორტო სეზონის დასაწყისიდან (1 მაისი) 17 ათასზე მეტმა ადამიანმა დაისვენა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ამას გარდა, მათივე ინფორმაციით, ამჟამად გაგრის რაიონში კერძო სექტორში 2 ათასამდე ადამიანი ისვენებს. ასევე მათივე ინფორმაციით, დასასვენებელ სახლებში ამ დროისათვია ამავე რაოდენობის ადამიანები იმყოფებიან.