ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ინფორმაციით, მოძრაობა ტრანსკავკასიურ მაგიტრალზე წუხელ აღდგა. მათივე ინფორმაციით, თოვლი შეწყდა, რამაც ხელი შეუწყო საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს თანამშრომლებს გზების გაწმენდის სამუშაოების წარმოებაში.
ამჟამად გზა ზვავებისაგან სრულიად გაწმენდილია. ამის მიუხედავად საგზაო სამსახურები მუშაობას საგანგებო რეჟიმი აგრძელებენ, იმის გამო, რომ მაგისტრალზე ზვავების ჩამოწოლის საფრთხე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია. შეგახსნებთ, რომ ტრანსკავკასიურ მაგიტრალზე მოძრაობა 24 იანვარს შეწყდა.