რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების სოჭში გამართული შეხვედრა რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას ეხებოდა უშდეგოდ დასრულდა. სომეხი ექსპრეტები მიიჩნევენ, რომ დიმიტრი მედვედევის, სერჟ სარქისიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა წინათ გამართული შეხვედრებისაგან არაფრით განხვავდებოდა.
"ვფიქრობ, ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გავიაროთ, მანამ ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტს მოვაგვარებთ",_ განუცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ გრაიფ კარაპეტიანმა. ანალოგიურ აზრს გამოთქვამენ სხვა სომეხი ექსპერტები და აცხადებენ, რომ კონფლიქტის მოგვარების პრეამბულა "მადრიდის პრინციპების"-დან პროგრესს ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ.