სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი საქართველოს პრემიერ მინიტრს ნიკა გილაურს შეხვდა. საქართველოს პრემიერი ერევანში ეკონომიკური თანამრომლობის ქართულ-სომხური მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.
"ჩვენ კეთილი მეზობლები ვართ და ამიტომ უფრო ხშირად უნდფა ვიურთიერთობოთ ყველა იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც ხანდახანს თავს იჩენს ხოლმე. ჩვენი თანამშრომლობისა და ჩვენი ურთიერთობების დონე ისეთია, რომ ჩვენ უბრალოდ გვავალდებულებს სამუშაო სიბრტყეში ყოველდღე შევეხოთ ამ საკითხებს. ჩვენ საქართველოს ძმურ და მეგობრულ ქვეყნად მივიჩნევთ და ამიტომაც მზად ვართ გავარღმავოთ ჩვენი ურთიერთობები",_ განაცხადა ნიკა გილაურთან შეხვედრისას სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა.
თავის მხრივ საქართველო პრემიერმა ნიკა გილაურმა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტისაგან გულითადი მოკითხვა და საქართველოში დაპატიჟების გზავნილი გადაცა.
"ჩვენ ინფრასტრუქტურების,კულტურული და სოციალური სფეროს მრავალი პრობლემა განვიხილეთ და თითქმის ყველა მათგანზე შეთახმებას მივაღწიეთ",_ განაცხადა ნიკა გილაურმა და დასძინა, რომ აღნიშნული კომისიის მორიგი სხდომა უკვე საქართველოში გაიმართება.