მდინარე მტკვარში სამარშრუტო ტაქსი ჩავარდა.
შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წუხელ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ჩაეძინა.
ტრანსპორტში 15 ადამიანი იჯდა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა სამარშრუტო ტაქსიდან მათი დროულად ამოყვანა შესძლეს.
ხალხით სავსე სამარშრუტო ტაქსი ქორწილიდან ბრუნდებოდა.