ქართული დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებათა მე-9 რაუნდზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა.
დელეგაციის წევრებმა თბილისი გამთენიისას დატოვეს.
უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავებისა და დევნილთა ღირსეულად დაბრუნების საკითხების კიდევ ერთხელ დაყენების გარდა, შეხვედრაზე თბილისი მარიონეტული რეჟიმებისგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების შეუფერხებლად გადაადგილების უზრუნველყოფასაც მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი ხვალ, 28 იანვარს გაიმართება. მოლაპარაკებათა პროცესში რუსული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმების საკითხს დააყენებს. უფრო კონკრეტულად, მოსკოვს სურს, შესაბამისი შინაარსის შეთანხმება საქართველო-ცხინვალსა და საქართველო-აფხაზეთს შორის გაფორმდეს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ეს წინადადება ქართული მხარისთვის მიუღებელია.