პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ქალი კანდიდატების შესაძლებლობების გასავითარებლად აშშ-ის მთავრობამ 750 000 დოლარი გამოყო. Pპროგრამის ფარგლებში ქალი კანდიდატებისთვის ჩატარდება ტრენინგები და საინფორმაციო კამპანია პოლიტიკაში მონაწილე ქალები ჩართულობის შესახებ.
,,აშშ-ის მთავრობამ 750 000 დოლარი გამოყო. აღნიშნულ პროგრამას, NDI, IRI და FES -ფონდი განახორციელებს, რომლებიც იმუშავებენ ქალი კანდიდატების შესაძლებლობების განვითარებაზე, იმისთვის, რომ მათ უკეთ მიიღონ მონაწილეობა და უკეთ იყვნენ მომზადებული პოლიტიკურ პროცესებში", _ განაცხადა ჟურნალისტებთან აშს-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა. M