დღეს, 28 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა უნდა გამართულიყო.
საერთაშორისო შუამავლები ამ შეხვედრის დელეგაციების ხელმძღვანელების დონეზე ჩატარების ინიციატივით გამოდიოდნენ, იმ იმედით, რომ ასცდებოდნენ აფხაზი სეპარატისტების ბოიკოტს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ანჟეი ტიშკევიჩის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
თუმცა შეთანხმება გაში ხვალინდელი შეხვედრის გამართვის შესახებ მიღწეული ვერ იქნა. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს. შუამავლების მცდელობა მოენახათ ახალი ფორმატი გალის შეხვედრებისთვის კრახით დასრულდა.