აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალესანდრე ანქვაბის თქმით, ვისაც აფხაზეთთან ურთიეთობა უნდა მან მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღოს. ეს განცხადება, ანქვაბმა ბრიტანრული არასამთავორობო ორგანიზაციის "შერიგების რესურსები"-ს დიქრეტორთან ჯონათან კოენთან და კავკასიის პროგრამების დირექტორთან რეიჩელ კოტთან შეხვედრისას გააკეთა. მათ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს წარმოუდგინეს ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით იყო მომზადებული საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებულ კონფქლიქტს ეხებოდა.
"ჩვენ არ გაგვაჩნია განსაკუთრებით დიდი ინტერესი იმ დიპლომატებს ვეკონტაქტოთ, რომლებიც საქართველოში არიან აკრედიტებული, ევროკავშირის დელეგატებს, ასევე რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ქართული მხარის პოზიციას ახმოვანებენ", _ განაცხადა ანქვაბმა.
მისივე თქმით, თუკი მათ აფხაზეთთან თანამშრომლობა სურს, "მათ უნდა შეიცვალონ თავიანთი დამოკიდებულება ჩვენდამი და მაგალითი რუსეთისგან უნდა აიღონ, რომელიც ჩვენს პრაქტიკულ დახმარებას და მხარდაჭერას ახორციელებს", _ განაცხადა ანქვაბმა.