სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მან ოპოზიციონერებს ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს პრაგმატული პიროვნებები უწოდა და მათთან მოლაპარაკებების დამართვას მიესალმა. ჩირიკბას თქმით, იტალიურმა გამოცემამ, რომელსაც მან ინტერვიუ მისცა მისი სიტყვები დაამახინჯა.
" ვიაჩესლავ ჩირიკბამ ხმამაღლა გაიცინა, როდესაც გაიგო, რომ შიდაქართული პოლიტიკური სკანდალის მთავარი გმირი გახდა. წერს "ეხო კავკაზა". "იმედი მაქვს ხელი არ შემიშლია მათი პოლიტიკური ცხოვრებისათვის", _ იკითხა მან.
ვიაჩესლავ ჩირიკბამ დაადასტურა, ის რომ იტალიურ გამოცემას ინტერვიუ მართლაც მისცა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოცემის მიერ მოყვანილი მისი პასუხები მხოლოდ მისი სიტყვების შინააღსია და არა პირდაპირი პასუხი.
ჩირიკბას მტკიცებით, შეცდომა ინტერვიუს იმ ნაწილში გაიპარა, სადაც საუბარი ივანიშვილზე და ქართულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაზე მიდიოდა.
"მან (ჟურნალისტმა) ყველაფერი გაამარტივა ჩემს პასუხში. გამოვიდა ისე, რომ მე ვამბობ აი ამათთან - კი და სხვებთან - არა. ეს ასე არ ყოფილა. მე ვთქვი, რომ დიახ, ამათთან არ გამოდის ხოლო ისინი, ვინც მოვლენ შემცვლელებად, შესაძლოა, უფრო პრაგმატული ადამიანები იყვნენ. ამის შემდეგ მას ოპოზიციის სახელები დავუსახელე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებთანაც ჩვენ დიალოგი უნდა ვაწარმოოთ",_ განაცხადა ჩირიკბამ "ეხო კავკაზთან" საუბარში.
ამასთან, ვიაჩესლავ ჩირიკბა ირაკლი ალასანიას იცნობს, რომელიც ადრე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო სოხუმთან მოლაპარაკებებზე. ივანიშვილის შესახებ, კი "აფხაზმა დიპლომატმა მწირი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი მის პოზიციას არ იცნობს და არ აპირებს რაღაც ვარაუდების აგებას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მოლაპარაკებისუნარიანია ეს ოპოზიციონერი", _ წერს "ეხო კავკაზა".