ხვალ, 22 ოქტომბერს 15.00 სთაათზე გელათის კომპლექსში აღდგენილი გელათის აკადემიის შენობა საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.
აკადემიის გახსნას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ გელათის აკადემიის რეკონსტრუქცია გასულ წელს დაიწყო. მოხდა გელათის აკადემიის შენობის გადახურვა და გაკეთდა კომპლექსში არსებული ნაგებობების რესტავრაცია. ღდგენითი სამუშაოები სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "საქართველოს მემკვიდრეობამ" შეასრულა.