29 მარტს, შუადღეს, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე საჰაერო იერიში განახორციელეს. სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.
ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა.
„კრამატორსკზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა. დაღუპულებს შორის 13 წლის ბიჭია. დაჭრილების ასაკი 20-დან 85 წლამდე მერყეობს“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, დაღუპულთა საბოლოო რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები ჯერ კიდევ დგინდება. გარდა ამისა, დაზიანდა ბევრი მაღალსართულიანი შენობა.
რუსები ლვლავ განზრახ ესხმიან თავს მშვიდობიან ქალაქს და ბავშვებს კლავენ. „ს ჩვენი ხალხის წინააღმდეგ მიზანმიმართული ტერორია. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს თითოეული განადგურებული სიცოცხლისთვის, თითოეული დანგრეული სახლისთვის“, - განაცხადა ფილაშკინმა.