საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ რუსეთის ხელისუფლების მარიონეტები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, დათანხმდებიან ქართული მხარის წინადადებას, უარყონ თავიანთი ე.წ. დამოუკიდებლობა.
როგორც დეპუტატმა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადისლავ ჩირიკბას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, აფხაზური მხარისათვის, ირაკლი ალასანია მას მერე გახდა მისაღები, რაც მან ქართული ბანდფორმირებების შესახებ გააკეთა განცხადება.
,,რა პრაგრატიზმზეა საუბარი ჩემთვის აუხსნელია. თუ ეს პრაგმატიზმი გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტრესების დათმობას, რა თქმა უნდა ამგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას დიდი სიხარულით მიიღებენ. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც ირაკლი ალასანიას გააკეთე ცნობილი განცხადება სადაც ცილი დასწამა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თითქოს ბანდფორმირებები არსებობს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართთან, ის და ბიძინა ივანიშვილი გახდნენ ყველაზე სანდო მომლაპარაკებლები აფხაზურ და სამხრეთ ოსეთის მხარესთან" - აღნიშნა წიკლაურმა.
მისივე თქმით, თავად ალასანიამ და ივანიშვილმა უნდა განმარტონ რისი დათმობის ხარჯზე აქვთ იმედი, რომ მოლაპარაკებები დაიწყება.
,,მათი გეგმის შესახებ გვესმიას კარგი ხანია და სწორედ ეს გეგმა უნდა წარმოადგინონ,, - დასძინა წაკლაურმა.
შეგახსენებთ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადისლავ ჩირიკბამ დღეს განაცხადა, რომ აფხაზეთს საქართველოსთან დიალოგისთვის სჭირდება ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორიც არიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია.