"ქართული ოცნების" ახალქალაქის ოფისის მეპატრონეზე, მელიქ რაისიანზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხელ მაჭავარიანი ზეწოლას ახორციელებდა, _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ,,ქართული ოცნების" ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა. Mმისი თქმით, რაისიანზე ხელისუფლებამ ძებნა გამოაცხადა.
,,ის ფართი, რომელიც გიორგი მრჩიანმა მოგვაქირავა, რეალურად მისი არ არის. არის სხვა პიროვნების, ეს პიროვნება არის მელიქ რაისიანი, რომელზეც ასევე გამოცხადებულია ძებნა. Mმან თავისი ქონება განსაკარგავად მიანდო თავის მეგობარს გიორგი მრჩიანს. Mმინდა გითხრათ, რომ მელიქ რაისიანი არის ადამიანი, რომელიც იყო სამგზის მოწვევის პარლამენტის წევრი. მათ შორის, ბოლო მოწვევის პარლამენტში ის "ნაციონალური მოძრაობიდან" იყო. Mმას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანება და ,,ქართული ოცნების" სახელით არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, მას დაუწყეს პრობლემების შექმნა", - განაცხადა გოგლა ჟავნიამ.
მისივე თქმით, მელიქ რაისიანზე ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებდნენ.
"ის დაიბარა მიხელ მაჭავარიანმა, დაიბარა ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა მოძრაობის ოფისში და მოუწოდა მელიქ რაისიანს თავის განზრახვაზე ხელი აეღო. როდესაც მისგან უარი მიიღო, მას პრობლემები შეუქმნეს. ის თავის ოჯახურ საქმიანობიდან გამომდინარე, საქართველოდან გავიდა და როგორც კი საქართველოს საზღვარი გადაკვეთა მასზე ძებნა გამოაცხადეს, რის გამოც ეს ადამიანი საქართველოსი ვეღარ ბრუნდება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ჟვანიამ.