"ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, წლების განმავლობაში ამ და წინამორბედი ხელისუფლებისთვისაც საარჩევნო ხმების ერთგვარი ყულაბა იყო", - განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ახალქალაქის შტაბის ხელმძღვანელმა გოგლა ჟვანიამ, ახალქალაქში ,,ქართული ოცნების" ოფისის მეპატრონის გიორგი მრჩიანის დაკავების კომენტირებისას. Mმისივე თქმით, დღეს ხალხის დამოკიდებულება არჩევნებთან დაკავშირებით უკვე შეცვლილია, რის გამოც ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების შესანარჩუნებლად რეპრესიული მეთოდები გამოიყენოს.
,,ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, წლების განმავლობაში ამ და წინამორბედი ხელისუფლებისთვისაც საარჩევნო ხმების ერთგვარი ყულაბა იყო. დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არჩევნებისადმი, საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ვითარება, დამოკიდებულება შეცვლება, მათ შორის არაქართულ რეგიონებში, რის გამოც ხელისუფლებამ რეპრესიულ ზომებს მიმართა, რათა როგორმე შეინარჩუნოს ძალაუფლება და მოიპოვოს ხმები. სამწუხაროდ, ამ რეპრესიებში ხელისუფლება იყენებს სახელმწიფო აპარატსა და ძალოვან სტრუქტურებს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან გოგლა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ,,ქართული ოცნების" ახალქალაქის ოფისის მეპატრონე გიორგი მრჩიანი დააკავეს, რომელსაც ბრალი შენობის უკანონოდ პრივატიზებაში ედება.