,,ქართული ოცნების"' ახალქალაქის ოფისის მეპატრონის გიორგი მხჩიანის დააკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რაც ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით მოქმედებას ისევ აგრძელებს, - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
,,ეს არის ტოტალური ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით. სახეზეა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების გაგრძელების მცდელობა, მაგრამ ამით ვერავის ვერ შეაშინებენ", _ განაცხადა ძიძიგურმა.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა ,,ქართული ოცნების" ახალქალაქის ოფისის მეპატრონე დააკავეს, რომელსაც სავარაუდოდ შენობის უკანონო პრივატიზაციის ედავებიან.