,,ქართული ოცნების" ახალქალაქის ოფისის მეპატრონეს ადგილობრივი პოლიციის უფროსი სამველ პეტროსიანი ემუქრებოდა, _ აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გოგლა ჟვანიამ განუცხადა.
,,სამართალდამცავებმა როგორც კი გაიგეს, რომ გიორგი მხჩიანმა ოფისი მოგვაქირავა მას პირადად ახალქალაქის პოლიციის უფროსი სამველ პეტროსიანი ემუქრებოდა და ეუბნებოდა, როგორც კი ,,ქართული ოცნების'' ოფისი გაიხსნებოდა მაშინვე დააპატიმრებდნენ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გოგლა ჟვანიამ.
შეგახსენებთ,P სამართალდამცავება ,,ქართული ოცნების"' ახალქალაქის ოფისის მეპატრონე გიორგი მხჩიანი დააკავეს. Aამ ეტაპზე დაკავებული ადგილობრივი პოლიციის შენობაში იმყოფება და მისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წაუყენებიათ.