დღეს, 23 ივნისს, 17:00 საათზე ბახტრიონის ქუჩაზე ნათესავის სადარბაზოდან გამოსვლისას 7 უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა, ძალის გამოყენებით, ნაცრისფერი ,,ჯიპის" მარკის ავტომანქანით,(მანქანის ნომერი KGK242), გაიტაცა პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის" რეგიონალური სამსახურის უფროსის მოადგილე ვალერი გაბელია.
,,განახლებული საქართველოსთვის" ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პარტიის წევრებისათვის უცნობი იყო პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ადგილსამყოფელი და მას არ მიეცა არც ოჯახთან და არც თანაპარტიელებთან დაკავშირების საშუალება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს საგანგებო ბრიფინგის გამართვა ჟურნალისტებისათვის, რეგიონალური სამსახურის უფროსს ლაშა გვასალიას დაუკავშირდნენ ტელეფონით, კერძოდ ქალაქ რუსთავის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებელი, რომელმაც აუწყა პარტიის წევრებს, რომ ვალერი გაბელია იმყოფებოდა დაკითხვაზე მათ განყოფილებაში მოწმის სტატუსით და ითხოვდა ადვოკატს. სოდის გამომძიებელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა დაკავებულის დაკითხვა და რა იყო მისი დაკავების მიზეზი.
პარტიის ლიდერებმა, რეგიონალური სამსახურის უფროსმა ლაშა გვასალიამ და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერმა სოსო გიორგაძემ მკაცრად გააკრიტიკეს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ქმედება და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება უკანონო ქმდებების მთელ კასკადს ახორციელებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში და იყენებს ცივილიზებული სამყაროსთვის გაუგონარ ნორმებს. ,,სურვილის შემთხვევაში თუ ამ კონკრეტულ უწყებას ჰქონდა კითხვები დაკავებულ ვალერი გაბელიასთან, მათ თავისუფლად შეეძლოთ წერილობითი ფორმით ეცნობებინათ მისთვის ამის შესახებ და არა იმ ყაჩაღური მეთოდებით, როგორც მათ განახორციელეს ეს დაკავება", -აღნიშნა ლაშა გვასალიამ. ,,ამ ფაქტს მე პირდაპირ ვუკავშირებ ვალერი გაბელიას აქტიურობას 12 მაისს სამეგრელოში, კერძოდ ზუგდდის რაიონის სოფელ რუხში ჩატარებულ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა მრავალათასიან შეკრებას, რის შემდეგაც პრაქტიკულად დაიწყო ნადირობა ჩვენი პარტიის აქტივისტებსა და ლიდერებზე. სამეგრელოს მთელ რეგიონში დღემდე გრძლდება აქტიური მოქალაქეების დაშინებები, ე.წ.,,დავერბოვკებები", და ..დავებრბოვკებების" მცდელობები. შანტაჟი, ადამიანთა გატაცებები, ფიზიკური და მორალური ზეწოლა, პირადი ანგარიშწორებისა და განადგურების მუქარები, სატელეფონო ზარები.ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს პარტიის პარალიზებას და უბიძგებს ხალხს არჩევნების ბოიკოტირებისაკენ. ამ ვითრებაში შუძლებელია დემოკრატიულ არჩევნებზე საუბარი, როდესაც ხელისუფლება არ ავლენს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ნებასა და სურვილს, ხოლო ბოიკოტის მოსურნე ოპოზიციური სუბიექტები ამგვარი ქმედებით მის წისქვილზე ასხამენ წყალს. ამ შემთხვევაში ერთი გამოსავალი რჩება ხელისუფლებას, ყველაფრის ფასად ჩაატაროს ,,არჩევნები", გაითავისუფლოს საარჩევნო სივრცე და მის მომხრე ოპოზიციურ პარტიებს გააფორმებინოს არჩევნები". -აცხადებს ლაშა გვასალია.
როგორც გვიან გახდა ცნობილი, პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსის ვალერი გაბელიას დაკითხვა რუსთავის სოდის განყოფილებაში სულ ახლახანს დამთავრდა და სავარაუდოდ მას 48 საათის განმავლობაში წაუყენებენ ბრალს თაღლითობის მუხლით. უახლოეს პერიოდში, პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი და დაკავებულის ადვოკატი დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან მედიას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.