"ბანკ "ქართუსა" და არც ერთ ქართულ ორგანიზაციაში წილი აღარ მაქვს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს, რადგან ჯარიმას კანონიერებასთან საერთო არაფერეი აქვს.
"ქართუ ბანკში და არც ერთ ქართულ ორგანიზაციაში წილი აღარ მაქვს. ბოლო წილი 2 მაისს გავასხვისე და გადავეცი ჩემს შვილს უტას. 2 მაისის მერე არცერთ ქართულ კომპანიებში მე წილი აღარ მაქვს. ჩემს სახელზე მაქვს საჩხერეში ნაწილი ჩემი ქონების, რაღაც წილი მაქვს ურეკში და ბაკურიანში", _ აღნიშნა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, იგი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
,,ჯარიმაის გადახდას არ ვაპირებ, რადგან ამ ჯარიმას არანაირი საერთო არ აქვს, კანონთან", _ განაცხადა დიპლომატიური კოკპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა.