ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია საზოგადოების უკეთესი ინფორმირებულობითვის პოზიტიურია , _ განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა დავით ბაქრაძის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ სხვა სახის კომენტარს ვერ გააკეთებდა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არ გასცნობია.
,,პარლამენტის ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოება უკეთ იყოს ინფორმირებული, პოზიტიური და კონსტრუქციული ნაბიჯია , - განაცხადა ბასმა.
შეგახსენებთ, დავით ბაქრაძის განცხადებით, მიმდინარეობს კანონპროექტზე მუშაობა რომლის საფუძველზე ყველა სატელევიზიო არხს მიეცემა საშუალება, საზოგადოების უფრო დიდი ნაწილს მიაწოდოს ინფორმაცია.