სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა აცხადებს, რომ ბოლო დროს სიტუაცია გალის რაიონში იძაბება და რთულდება.
"როგორც მოგეხსენებათ, იქ გამუდმების ხორციელდება ტერორისტული აქტები მილიციის თანამშრომელთა და სოფლების ადმინისტრაციების წინააღმდეგ. უკვე არის არც თუ ისე მცირე მსხვერპლი. როგორც წესი, კლავენ ქართველი ეროვნების წარმომადგენლებს, რომლებიც აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ და ეს დემონსტრაციულად ხორციელდება. განსაკუთრებით ვითარება 2011 წლის ბოლოდან დაიძაბა და ეს დღემდეგ გრძელდება", _ აცხადებს სტანისლავ ლაკობა და აღნიშნავს, რომ ჯვალი საქართველოს ტერიტორიაზე მიდის, საიდანაც ტერორისტული ჯგუფები იგზავნება.
"როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, როგორც წესი, ტერაქტები ჯენევის შეხვედრების წინ ხორციელდება და ეს იმისათვის კეთდება, რომ აჩვენონ, თითქოს აფხაზეთის ხელისუფლება და რუსი მესაზღვრეები ცუდად აკონტროლებენ სიტუაციას", _ განაცხადა ლაკობამ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. უშიშროების საბჭოში არის მონაცემები და შეშფოთება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები შემდგომში.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სტანისლავ ლაკობა ასევე აღნიშმავს, რომ თავის დროზე საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ "აფხაზეთთან მოსაზღვრე სამეგრელოს ტერიტორიაზე იქმნება სიკვდილის ესკადრონები, რომლებიც შესაძლოა ამოქმედებულნი იყვნენ ოპოზიციასთან საბრძოლველად".
"საინტერესოა, რომ სწორედ ამ დროს ემთხვევა პრაქტიკულად მრავალი ქართველი ტერორისტის გათავისუფლება, რომლებიც აფხაზეთში შევარდნაძის დროიდან მოქმედებდნენ თუმცა სააკაშვილინ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი გაასამართლეს და ხანგრძლივვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
თუმცა ამ პერიოდში ყველა მათგანი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მათმა ჯგუფებმა სპეციალური მომზადება ჩაატარეს ანაკლიაში არსებულ ცენტრებში საქართველოს სპეცსამსახურებისა და დასავლური ინსტრუქტორების ეგიდის ქვეშ. მალევე ეს ჯგუფები გალის რაიონში ჩნდებიან და რიგ ტერორისტულ დივერსიულ აქტებს ატარებენ", _ აცხადებს სტანისლავ ლაკობა.
ამას გარდა, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი ასევე აცხადებს, რომ თბილისის ხელისუფლება 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წელში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ემზადება და მომავალშიც ეცდება ოპოზიციის აქციებისათვის ხელის შეშლას.
"ისინი განსაკუთრებით დააფრთხო თბილისში გამართულმა მირინგებმა, ასევე გურიის დედაქალაქში - ოზურგეთში. არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ ხელისუფლების დაკარგვის საფრთხის შემთხვევაში, სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა, თავიანთ სამსახურებზე დაყრდნობით, რომლებიც პრომინალურ-ტერორისტულ ჯგუფებს აკონტროლებენ აფხაზეთის მოსაზღვრე ზონაში, მდგომარეობის დესტაბილიზაციის მიზნით სიტუაციის პროვოცირებას მოახდენენ. ასევე რომ მოახდინონ რუსი სამხედროებისა და აფხაზური ძალების პროვოცირება მოახდინონ. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ეცდება გადაიტანოს საზოგადოების ყურადღება თითქოს რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე",_ აცხადებს სტანისლავ ლაკობა და აღნიშნავს, რომ "ყოველივე ეს საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, დაიწყოს რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ და ჩაშალოს არჩევნები.
"ეს არა იმდენად აფხაზეთის წინააღმდეგ, არამედ თბილისში სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კეთდება", _ მიიჩნევს სტანისლავ ლაკობა.