კოალიცია ,,ქართულ ოცნებასა" და ,,სახალხო კრებას" შორის კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის, - აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. Mმისივე თქმით, ,,სახალხო კრებაში'' ბევრი ღირსეული ადამაინია, რის გამოც ,,ქართულ ოცნებას" და ,,სახალხო კრებას" შორის თანამშრომლობა გასაკვირი არ არის.
,,სახალხო კრებასა და ,,ქართულ ოცნებას'' შორის შეხვედრა არაერთხელ გამართულა, გამომდინარე იქიდან, რომ მასში ძალიან ბევრი ღირსებული ადამიანია, რომელთაც პატივს სცემს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია ,,ქართული ოცნება", არამედ მთელი საქართველო. აქედან გამომდინარე მათთან ურთიერთობა და მათთან საუბარი არ არის, არც გასაკვირი და არც მოულოდნელი. ეს არის სრულიად ბუნებრივი. თუკი ეს საუბრები და ურთიერთგაგება წაადგება პოლიტიკურ კოალიცია ,,ქართულ ოცნებასა" და მთლიანად საქართველოს ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და არ არის გამორიცხული, რომ ,,სახალხო კრებასთან" თანამშრომლობა მაჟორიტარების დონეზე იყოს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.