ცხინვალის რეგიონში მდგარმა მესაზღვრებად წოდებულმა რუსმა ოკუპანტებმა საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ბოლო 20 დღის განმავლობაში 15 ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. გავრცლელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის დაკავებული 15 პიროვნების ეროვნება თუმცა ნათქვამია, რომ "აღნიშნული საქმეების მომავალი გარკვევის მიზნით დაკავებული ადამიანები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშრობის სასაზღვრო სამსახურში არიან გადაყვანილნი".
ოსური მედია ასევე იუწყება, რომ დაკავებულ ადამიანებს არც დოკუმენტები და არც მათი პიროვნების დამადასტურებელი რაიმე სახის საბუთი არ ჰქონდათ.