ცხინვალის რეგიონში მოქმედი კრიმინალურ ე.წ. მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივნად ანატოლი ფლიევი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესაცებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ფლიევის დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. აქამდე ეს თანამდებობა ბორის ატოევს ეკავა.