საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი თბილისის ბაგა-ბაღების მიერ ერთი კვირით ფუნქციონირების შეწყვეტას აპროტესტებს და პრობლემის მოგვარებას პრეზიდენტისგან ითხოვს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშა, საახალწლო არდადეგების შემდეგ ბაგა-ბაღებს ფუნქციონირება უნდა განეახლებინათ 25 იავარს, თუმცა გუშუნ ბაღებში მისულ ბავშვებსა და მშობლებს დახვდათ ღობეებზე გამოკრული განცხადება, რომ ბაღების ფუნქციონირება ერთი კვირით შეწვეტილია.
"ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ პირადად გადავამოწმე ეს ფაქტი. მოვინახულე ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონში მდებარე 8 ბაგა ბვაღი და ყველგან იდენტური სურათი დამხვდა. არც ერთ ბაღს სწავლა არ განუახლებია", - აცხადებს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ თბილისის მერია ამის მიზეზად ასახელებს იმ აფქტს, რომ ბაგა-ბაღეისათვის დროულად ვერ მოხდა ბავშვების კვებისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა და მათი ფუნქციონირების დროებითი შეწყვეტა სწორედ ამ პრობლემას უკავშირდება.
ცაგარეიშვიილ აპროტესტებს სწორედ იმ ფაქტს, რომ არ მოხდა თანხის გადარიცხვა და ითხოვს პასუხს თუ სად წავიდა აღნიშნული თანხა.
"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვეში ერთი ბავშვის კვებისათვის გამოყოფილია 80 ლარი, ერთკვირიანი შეწვეტა კი ნიშნავს იმას, რომ ერთი ბავშვიდან იზოგება 20 ლარი და მაშინ როდესა თბილისში 150-ზე მეტი ბაგა ბაღია, სადაც საშუალოდ 500-700 ბავშვი სწავლობს წარმოიდგინეთ რა კოლოსალურ თანხებზეა საუბარი. ამიტომ მაინტერესებს რა უყო მერიამ და გიგი უგულავამ ეს თანხა. მე არ ვიცი ეს უკრაინაში ვითომდა დამკვირვებლების გაშვებას მოხმარდა თუ საახალწლოდ პარლამენტის წინ დაბმული ჯორის გამოსაკვებად გამოიყენოს თუ იმ ტაკი მასხარაობისათვის რაც ახალი წლის დღეებში ვიხილეთ", - აცხადებს ცაგარეიშვილი და აღნიშნავს, რომ ეს თანხა რაშიც არ უნდა იყოს დახარჯული გაუმართლებელია, რადგან საუბარია ბავშვებისათვის განკუთვნილ თანხაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით გიგი უგულავას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს,
ხოლო პრეზიდენტისგან მოითხოვს, რომ პრეზიდენტის ფონდიდან დაუყონებლივ მოგვარდეს ეს პრობლემა. გადაირიცხოს ბაგა ბაღებში კვებისათვის საჭირო თანხა რათა დაუყონებლივ დაიწყონ ფუნქციონირება.