ოს სეპარატისტთა დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, მეცხრე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. მოლაპარაკებათა მეცხრე რაუნდი 28 იანვარს გაიმართება. ოს სეპარატისტთა დელეგაციას ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკოფლიტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობს. სეპარატისტთა დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი, კოკოითის "სახელმწიფო მრჩეველი" კონსტანტინე კოჩიევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების რწმუნებული დავიდ სანაკოევი და პოსტკოფლიტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. რწმუნებულის მოადგილე მერაბ ჩიგოევი.
ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მოლაპარაკებათა მთავარი საკითხი თავდაუხმელობის ხელშეკრულები გაფორმება, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანებისა და საზღვრის გადაკვეთა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, მეცხრე რაუნდი 28 იანვარს გაიმართება. აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ გაეროს, ევროკავშირის, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს, რუსეთის სეპარატიტული აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები.
ქართულ დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. რუსულ დელეგაციას _ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, სეპარატისტული აფხაზეთის დელეგაციას _ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი რწმუნებული ვიაჩესლავ ჩიკირბა, ოს სეპარატიტებს კი _ კოკოითის ე. წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულების საკითხში ბორის ჩოჩიევი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების I რაუნდი 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. II რაუნდი _ 2008 წლის 19 ნოემბერს. III რაუნდი _ 2008 წლის 17-18 დეკემბერს. IV რაუნდი _ 2009 წლის 17-18 თებერვალს. V რაუნდი _ 2009 წლის 18-19 მაისს. VI რაუნდი _ 1-2 ივლისს. VII რაუნდი _ 2009 წლის 17 სექტემბერს, ხოლო VIII რაუნდი _ 2009 წლის 11 ნოემბერს.