წუხელ მოსკოვის ჩრდილოეთ ნაწილში სომეხი ეროვნების მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, მკვლელობა დიმიტროვკის გზატკეცილზე მდებარე კაფეში მოხდა. უცნობმა პირმა რამდენჯერმე ესროლა მამაკაცს რომელიც კაფეი ქალთან ერთად იჯდა. სომეხი ეროვნების მამაკაცი მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ბოროტმოქმედი კი მიიმალა.
თვითმხილველთა განცხადებით, ბოროტმოქმედს "კავკასიური გარეგნობა" ჰქონდა. ამჟამად შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-სამძებრო ჯგუფი მუშაობს, რომელიც ინციდენტის დეტალებსა და მკლელობის იარაღის ტიპს ადგენს.