სამუშაო ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო სიების გადამოწმებაზე იმუშავებენ, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
ინიციატივა ცესკოს ახალ თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს ეკუთვნის, რომელიც მას კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაახმოვანებს.
სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კომისიის წევრები სულ სამ საკითხს განიხილავენ, მათ შორის ცესკოს მდივანს აირჩევენ.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ზურაბ ხარატიშვილს ეკუთვნის და რომლითაც ცესკოს ახალი თავმჯდომარე ოპოზიციას მიმართავს, ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებაში მდგომარეობს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური უმცირესობა საკუთარ წევრებს ცესკოდან 5 წლის განმავლობაში ვერ გაიწვევს.