საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ერთდღიანი ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის პრემიერი საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანსა და პრემიერ-მინისტრს ტიგრან სარქისიანსაც შეხვდება.