ქართველი პარლამენტარები საერთაშორისო ორგანზიაცია "ფრიდომ ჰაუსს" საპროტესტო წერილს უგზავნიან.
ქართველი დეპუტატების უკმაყოფილება ორგანიზაციის 2009 წლის დასკვნას უკავშირდება, რომელშიც პარლამენტარების აზრით, რიგი ისტორიული ფაქტები დამახინჯებით არის გადმოცემული.
"დასკვნაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი სადაო ტერიტორიებადაა მოხსენიებული, ამასთან აფხაზეთს ნახევრად დემოკრატიული სტატუსი აქვს მინიჭებული მაშინ, როცა იქ ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. გარდა ამისა, დასკვნაში აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოცხადებულია 1992 წელს, როცა სინამდვილეში ეს მოხდა 1994 წელს, ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ", - განუცხადა ჟურნალისტებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიამ.