26 იანვარს პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი სოჭში რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდება და მოლაპარაკებებს გამართავს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მსვლელობისას განხილული იქნება ახლო აღმოსავლეთში ამჟამად არსებული სიტუაცია და რეგიონში მშვიდობიანი პროცესის პერსპექტივები.
პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაჰმუდ აბასი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით 25 იანვარს ჩავიდა.