ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს, რომელიც დროთა განმავლობაში პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ მოვლენად გადაიქცა, უდიდესი ისტორია გააჩნია. ახლა უბრალოდ რთულია გაიგო, რა სირთულეები იქნა გადალახული 52 წლის წინ პირველი მატჩის გასამართად.
იმ დროისთვის სხვა კონტინენტებზე უკვე ტარდებოდა ნაციონალური ასოციაციების ტურნირები, მაგრამ ევროპაში ამ ტალღამ გასული საუკუნის 50-იან წლებში მოაღწია. შეფერხების მიზეზი მრავალი იყო, მაგრამ ღირს ერთ-ერთის გამორჩევა. სპეციალისტები შიშობდნენ, რომ ასეთი ტურნირი ძალიან დაადაბლებდა მსოფლიოს ჩემპიონატის რეიტინგს.
1954 წელს უეფას დამაარსებელი გახლდათ ერთ-ერთ ყველაზე მთავარი და მოქმედი ძალა, ფრანგული სპორტული გაზეთი L'equipe. ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ „მამად" შეგვიძლია მივიჩნიოთ უეფას პირველი გენერალური დირექტორი და წარსულში საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორი ანრი დელონი.
1954 წელს უეფას პირველი ასამბლეის შემდეგ, ბაზელში დელონმა დაწერა, რომ ჩემპიონატის მთავარი იდეა იყო, ტურნირზე ყველა საფეხბურთო ასოციაციის კარი ყოფილიყო ღია.
ევროპული ფეხბურთში გაკეთებული წინსვლების გამო ევროპის ჩემპიონატის თასი დღემდე ატარებს ანრი დელონის სახელს.
პირველ ჩემპიონატში ურთიერთობა 17-მა ნაკრებმა გაარკვია. ფინალამდე, 1958 წლიდან 1960 წლამდე, გუნდები 22 თვის განმავლობაში თამაშობდნენ ერთმანეტში. საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ფინალში იუგოსლავია 2:1 დაამარცხა და დაწერა პირველი ევროპის ჩემპიონატის ისტორია.
მე-2 ევროპის ჩემპიონატი 1964 წელს გაიმართა ესპანეთში. ამ ტურნირს მეტსახელად „ესპანური სტუმართმოყვარეობა" დაარქვეს, რადგან მასპინძელმა გუნდმა შეძლო და ფინალში დაამარცხა კვლავ საბჭოთა ნაკრები. ისტორიის შექმნელად კი ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლუის სუარესი დასახელდა.
1968 წელი - „იტალიური გაკვეთილი". მომდევნო ევროპული ტურნირი ჩატარდა იტალიაში და კვლავ მასპინძელმა გუნდმა მოიპოვა გამარჯვება, რომელმაც ფინალში 2:0 სძლია იუგოსლავიის ნაკრებს. შეგახსენებთ, რომ 1968 წლის ჩემპიონატზე დამყარდა პირველი რეკორდი ევროპის ჩემპიონატებს შორის. შესარჩევ მატჩში შოტლანდიასა და ინგლისს შორის, „ჰემპდენ პარკზე" დაფიქსირდა ყველაზე მეტი მაყურებელი - 130711.
მომდევნო ტურნირი კვლავ ემოციებით აღსავსე გამოდგა. ბოლოს და ბოლოს, „ფავორიტების დრო დადგა". 1972 წელს ჩემპიონატის მასპინძელი ბელგია იყო, ფინალში გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საბჭოთა ნაკრები 3:0 დაამარცხა და მოიპოვა პირველი ტიტული. ისტორიის შემქმნელი გერდ მიულერი გახდა, რომელიც 5 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1972 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ რაუნდში, უეფას წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ისლანდიის ნაკრები არ მონაწილეობდა.
1976 წელი „ანტონინ პანენკას პერიოდი". ჩემპიონატის მასპინძელი იუგოსლავია იყო. ფინალში ერთმანეთს ჩეხოსლოვაკია და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. საბოლოოდ ფრე 2:2 და მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, სადაც ჩეხოსლოვაკიამ 5-3 დაამარცხა გერმანია და ტიტულს დაეუფლა. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე გერმანიის ნაკრებს, 1976 წლის ჩემპიონატის შემდეგ თერთმეტმეტრიანები არასდროს წაუგია.
1980 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იტალია იყო. შეგახსენებთ, რომ იტალია გახდა პირველი ნაკრები, რომელსაც ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება ტურნირის მასპინძლობის გამო მიენიჭა. ფინალში ერთმანეთს ბელგია და კვლავ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დაუპირისპირდა. გერმანელებმა ბელგიელებს არ დაუთმეს ტიტული და 2:1 სძლიეს.
1984 წელი - ჩემპიონატის მასპინძელი საფრანგეთი. „პლატინი უძღვება სამფერიანებს". აქამდე ჩვენთვის ნაკლებად ცნობილმა საფრანგეთმა, მოახერხა და პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სადაც ესპანეთს შეერკინა და 2:0 სძლია. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი თავად მიშელი გახდა. შეგახსენებთ, რომ 1984 წლის ჩემპიონატი იყო პირველი, სადაც უეფას 33 წევრმა მიიღო მონაწილეობა.
1988 წელი, ჩემპიონატის მასპინძელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. „ვან ბასტენმა თავისი საქმე გააკეთა". უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პერიოდი მარკოს პერიოდი გამოდგა, რამდენადაც ის გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 5 გოლით, დაასახელეს 1988 წლის ჩემპიონატის ისტორიის შემქნელად, ასევე შეძლო და თავის გუნდს ჩემპიონობა მოუტანა. ფინალი: საბჭოთა კავშირი - ჰოლანდია 0:2.
1992 წელი, ტურნირის მასპინძელი შვედეთი. „სენსაცია შვედეთში" - დანიამ ნახევარფინალში მასპინძლები დაამარცხა და პირველად თავის ისტორიაში გავიდა ფინალში, სადაც მას გერმანიის ნაკრები დახვდა. ფინალი დაძაბული გამოდგა. აღსანიშნავი იყო დანიის მეკარის პიტერ შმეიხელის საუკეთესო თამაში. საბოლოოდ დანიამ შეძლო და 2:0 სძლია გერმანიას. 1992 წლის ჩემპიონატი გამოდგა პირველი სადაც მოთამაშეებს მაისურებზე არამარტო ნომერი არამედ გვარებიც ეწერა. და მაინც, ამ ტურნირის მთავარი სენსაცია, „იუგების" ნაცვლად მის დაწყებამდე „ორიოდე კვირით" ადრე დაშვებული დანიის ჩემპიონობა იყო.
ევრო-1996 - „ფეხბურთი სახლში ბრუნდება", რადგან ტურნირის მასპინძელი ინგლისი გახლდათ. ფინალში ერთმანეთს ჩეხეთი და გერმანია დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 მორჩა, ხოლო დამატებით დროში გერმანიამ, ოლივერ ბირჰოფის „ოქროს" გოლის წყალობით გაიმარჯვა. ტურნირზე დაფიქსირდა რეკორდი დებიუტანტების რაოდენობით. პირველად ფინალურ ტურნირზე მონაწილეობას იღებდნენ: ბულგარეთი, შვეიცარია, თურქეთი, ჩეხეთი (როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა), ხორვატია და რუსეთი.
ევრო-2000-ზე პირველად ტურნირის მასპინძელი გახლდათ ორი ქვეყანა ბელგია-ჰოლანდია. „საფრანგეთი ისტორიის წინააღმდეგ" - ფრანგებმა მოახერხეს და დაბრუნდნენ. ფინალში ისინი იტალიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდნენ . ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო დამატებითში დავიდ ტრეზეგეს „ოქროს" გოლით ფრანგებმა მოიგეს.
ევრო-2004 - მასპინძელი პორტუგალია. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატი სიურპრიზებით აღსავსე გამოდგა - „ახალი საბერძნეთის მითები". ტურნირის ფინალში ერთმანეთს პორტუგალია და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, საბერძნეთი დაუპირისპირდა. ეს ფინალი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მწირგოლიანი გამოდგა. ბერძნებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს და ისე გახდნენ ჩემპიონები.
ევრო-2008, მასპინძელი კვლავ ორი ქვეყანაა - ავსტრია-შვეიცარია. „ესპანელები ოქროს მიწვდნენ". ესპანელებმა მოახერხეს და ევრო-2008-ის ყველა მატჩში მოიპოვეს გამარჯვება. აქამდე ეს მხოლოდ საფრანგეთმა შეძლო 1984-ში. ფინალში ერთმანეთს გერმანია და ესპანეთი დაუპირისპირდა და თითქმის უგოლო ფინალი გამეორდა - ესპანელებმა 1:0 იმარჯვეს.