შვედეთის მთავრობა ახალ წელს ექვი საელჩოს დახურვას, მათ შორის ხუთის ევროპაში და 10 ახალი დიპლომატიური წარმომადგენლების გახსნას აპირებს. საელჩოები იხურება ევროკავშირის წევრ ხუთ ქვეყანაში _ ბულგარეთში, ირლანდიაში, ლუქსემბურგში, ლოვენიასა და სლოვაკეთში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "დნესტრი" სტოკჰოლმში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მჭიდრო თანამრომლობის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის არსებობს, არის შესაძლებლობები მომავალი ორხმხრივი კონტაქტების მხარდასაჭერად ახალი ფორმები შევიმუშავოთ",_ აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.
ამასთან ერთად, შვედეთი ასევე გეგმავს თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობების მოდერნიზაციას ალბანეთში, კოსოვოში, საქართველოსა და მოლდოვაში.
"ჩვენ გვინდა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ყოფნა იქ სადაც ჩვენ ეფექტურად შევძლებთ შვედური ფულის გამოყენებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი რესურსების გამოყენებას რიგ მეზობელ ქვეყნები შვედეთის ყოფნის აუცილებლობისათვის",_ დაძენს ბილდტი.