ხვალ, 26 იანვარს, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
მისი განმარტებით, სხდომაზე წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და იმის შეფასება მოხდება, როგორც ასრულებს საქართველო მის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს.