ცხინვალში დღეს რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს კომპლექსი იხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ე.წ. საელჩოს კომპლექსის გახსნასთან დაკავშირებით ოფიციალური მიღებაც გაიმართება.
სეპარატისტები საზეიმო მიღებაზე სტუმრებს რუსეთის ფედერაციიდანაც ელიან. მათი ინფორმაციით, კომპლექსში შედის ასევე სამსართულიანი საოფისე შენობა და ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს კომპლექსის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო.