აშშ-ს ეკონომიკის განვითარებას საწვავის მაღალი ფასები და ევროზონის კრიზისი აფერხებს, ამის შესახებ განცხადება აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიზნესმა 4,3 მლნ ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. თუმცა ეკონომიკა ამ ახალ სამუშაო ადგილებს ვერ გაუმკლავდა.
აშშ-ს პრეზიდენტის განმარტებით, აშშ-ს ეკონომიკა რამდენიმე სირთულეს გადაწყდა. სირთულეებში კი ობამამ ნავთობის მაღალი ფასი იგულისხმა, რომელიც ძალიან მწვავედ დააწვა ამერიკელების ჯიბეს