პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტს პრაქტიკული დატვირთვა აქვს.
როგორც მინასვილმა აღნიშნა, ჰილარი კლინტონთან შეხევდრაზე მთავარი თემები თავდაცვა, უსაფრთხოება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება. გარდა ამისა, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს - პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს. მათ შორის, ფართოდ განიხილება საქართველო-ამერიკის ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი.
„ამ ეკონომიკური კავშრების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც ობამასა და სააკაშვილს შორის შეხვედრაზე განიხილეს, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობაა. თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობაზე გადასვლა სწრაფად არ ხდება. კარგად ვიცით, რომ არ არსებობს პრეცედენტი, რომ შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში რომელიმე ქვეყანასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა დაემყარებიოს. საუბარი იქნება ასევე, ყველა იმ საჭიროების შესახებ, რომელიც საქართველოს თავდაცვის სფეროში გააჩნია", - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ჰილარი კლინტონს საქართველოს უსაფრთხოებისა და დეოკუპაციის შესახებ მკაცრი გზავნილები ექნება.
,,2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო, მიუკერძოებელი ძალების განთავსების შესახებ საუბარი, მუდმივად არის. დიპლომატიაში მნიშვნელოვანია, რომ საკითხი მუდმივად აქტუალური იყოს. ამერიკას მკაცრი პოზიცია აქვს, რომ სუვერენიტეტი და ადამიანის უფლებები დაცული იყოს, ადამიანები ეთნიკური ნიშნით არ უნდა იდევნებოდნენ,, - აღნიშნა მინაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, მინაშვილისგანცხადებით, განსაცვიფრებელი ამასი არაფერი არ არის. თუმცა, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გააჩნია არაჯანსაღი ამბიციები.
,,ეს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას კარგად გამოჩნდა. ივანიშვილმა სხვა ოპოზიციონერებთან ერთად შეხვედრაზე უარი განაცხადა. ივანიშვილი და სხვა პოლიტიკური პარტიები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს წარმოადგენენ. ბუნებრივია, მათ შორის განსხვავება არ არის," - დასძინა მინაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახლემწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტის დროს, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ცალკეულ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრა, დაგეგმილი არ არის.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, "ქართული ოცნებისა" და აშშ-ის სახელმწიფი მდივნის, ჰილარი კლინტონის შეხვედრის ფორმატი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოდის, ოფოციალურ შეხვედრებს კი, ხვალ დილიდან დაიწყებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოვა, ოფიციალურ შეხვედრებს კი, ხვალ დილიდან დაიწყებს. კლინტონის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, დაახლოებით 20.00 საათის შემდეგ დაეშვება. კლინტონი 5 ივნისს, ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.