,,ქართული ოცნების" პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ჰილარი კლინტონთან კოალიციის შეხვედრის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. ფანჯიკიძემ, როგორც დღეს ტრადიციულ ბრიფნგზე განაცხადა აღნიშნული საკითხი დღის ბოლომდე გაირკვევა.
,,გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რასაკვირველია, არსებობს სურვილი იმისა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი და კოალიციის სხვა ლიდერები შეხვდენენ მას. ფორმატისა და შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და ვფიქრობ, რომ დღის ბოლომდე ცნობილი გახდება, თუ კოლიცია რა ფორმით, რა შემადგენლობით შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ქალბატონ ჰილარი კლინტონს. ამასთან დაკავშირებით დამატებითი განცხადება, ალბათ უფრო დღის მეორე ნახევარში გაკეთდება", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ: კავკასიური ტურნეს ფარგლებში ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა.